სათაო ოფისი +995 032 2 50 20 21

ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"

09:00 - 18:00 ორშაბათი - პარასკევი

უძრავი ქონებისა და ბიზნესის შეფასება

უძრავი ქონებისა და ბიზნესის პროფესიული შეფასება მნიშვნელოვანი საფუძველია სწორი ფინანსური, საინვესტიციო და მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღებად.

აქტივის ან ბიზნესის რეალური ღირებულების განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც კომპანია გეგმავს ინვესტიციის მოზიდვას, ბიზნესის ან აქტივის შეძენა-გასხვისებას, რესტრუქტურიზაციას, დაფინანსების მიღებას ან სხვა მნიშვნელოვან ფინანსურ და სტრატეგიულ გადაწყვეტილებას.

AACC-ის შეფასების სერვისი დამკვეთებს ეხმარება უძრავი ქონებისა და ბიზნესის ღირებულების ობიექტურად განსაზღვრაში, შესაბამისი პროფესიული მიდგომების, ფინანსური ანალიზისა და ბაზრის მონაცემების გამოყენებით.

ჩვენი მიდგომა ეფუძნება არა მხოლოდ კონკრეტული აქტივის ან კომპანიის მიმდინარე მდგომარეობის შეფასებას, არამედ იმ ფინანსური, საოპერაციო და საბაზრო ფაქტორების ანალიზსაც, რომლებიც მის ღირებულებაზე ახდენს გავლენას.


სერვისები დეტალურად


უძრავი ქონების შეფასება

AACC უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონების შეფასებას, მათ შორის:

  • კომერციული უძრავი ქონების შეფასება;
  • საოფისე და სავაჭრო ფართების შეფასება;
  • საცხოვრებელი უძრავი ქონების შეფასება;
  • მიწის ნაკვეთების შეფასება;
  • საწარმოო, სასაწყობე და ლოგისტიკური ობიექტების შეფასება;
  • სასტუმროებისა და სხვა სპეციალიზებული უძრავი ქონების შეფასება;
  • საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული უძრავი ქონების შეფასება.

შეფასების პროცესში გაანალიზებულია როგორც უშუალოდ ქონების მახასიათებლები, მდგომარეობა და დანიშნულება, ასევე მისი მდებარეობა, საბაზრო გარემო, შედარებადი ობიექტები, შემოსავლის გენერირების შესაძლებლობა და ღირებულებაზე მოქმედი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები.


ბიზნესის შეფასება

ბიზნესის შეფასება კომპანიის რეალური ეკონომიკური ღირებულების განსაზღვრის პროცესია, რომელიც ეფუძნება მისი ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობის შედეგების, აქტივებისა და ვალდებულებების, ფულადი ნაკადების, განვითარების პოტენციალისა და შესაბამისი ბაზრის ანალიზს.

AACC-ის ბიზნესის შეფასების სერვისი შესაძლებელია მოიცავდეს:

  • კომპანიის/ბიზნესის სრული ღირებულების შეფასებას;
  • კომპანიის წილის ან აქციების ღირებულების შეფასებას;
  • ბიზნესის ფინანსური მდგომარეობისა და ისტორიული შედეგების ანალიზს;
  • შემოსავლების, ხარჯებისა და Cash Flow-ის ანალიზს;
  • სამომავლო ფინანსური მაჩვენებლებისა და პროგნოზების შეფასებას;
  • კომპანიის აქტივებისა და ვალდებულებების ანალიზს;
  • შესაბამისი ბაზრისა და კონკურენტული გარემოს შესწავლას;
  • ბიზნესის ღირებულებაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორებისა და რისკების იდენტიფიცირებას.


რა შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ შეფასება?

პროფესიული შეფასება შეიძლება საჭირო გახდეს ბიზნესის ან უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის, ინვესტორის მოზიდვის, საბანკო დაფინანსების, პარტნიორთა შორის წილების გადანაწილების, კომპანიის რესტრუქტურიზაციის, შერწყმისა და შეძენის (M&A), ფინანსური ანგარიშგების, სასამართლო ან სხვა სამართლებრივი პროცესებისა და მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებისას.

შეფასების შედეგად დამკვეთი იღებს დასაბუთებულ ინფორმაციას აქტივის ან ბიზნესის ღირებულების შესახებ, რაც საშუალებას აძლევს კომპანიის ხელმძღვანელობას, მფლობელებსა და ინვესტორებს უკეთ შეაფასონ არსებული შესაძლებლობები და რისკები, განსაზღვრონ გარიგების რეალისტური პირობები და მიიღონ ინფორმირებული ფინანსური და საინვესტიციო გადაწყვეტილებები.

AACC - კლიენტზე ორიენტირებული ინდივიდუალური მიდგომებით, პროფესიული ანალიზითა და ეფექტური გადაწყვეტილებებით აძლიერებს ბიზნესს სხვადასხვა ინდუსტრიაში.

• რეკრუტინგი - დასაქმების ახალი შესაძლებლობები დამწყები და პრატქიკოსი HR-ებისთვის

• HR ადმინისტრირება - დამწყები და პრატქიკოსი HR-ებისთვის

• Advanced ექსელი ბუღალტრებისთვის და ფინანსისტებისთვის 

• ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები პრაქტიკოსი ბუღალტრებისთვის

• ბუღალტრული აღრიცხვა 1C პროგრამაში მომუშავე ბუღალტრებისთვის 

• ფინანსების მართვა: IFRS სტანდარტებით ანგარიშგების მომზადება ყველა კატეგორიის კომპანიისთვის (საცალო გაყიდვები, დისტრიბუცია, სამშენებლო სექტორი, უძრავი ქონება).


ნოდარ მაღალაშვილი

ფინანსური მენეჯერი

კვალიფიციური ფინანსური მენჯერი 5+ წლიანი გამოცდილებით, სერტიფიცირებული პროფესიონალი შემფასებელი უძრავი ქონებისა და ბიზნესის მიმართულებით.