VAT Portal on Digital Services - რა უნდა იცოდნენ არარეზიდენტმა კომპანიებმა ამ სერვისის შესახებ.
VAT Portal on Digital Services (რომელიც განთავსებულია rs.ge-ზე) გამოიყენება უცხოელი (არარეზიდენტი) პირებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ფიზიკურ პირებს (არამეწარმეებს) აწვდიან ციფრულ/ელექტრონულ მომსახურებებს.
ვისთვის არის ეს პორტალი და ვინ არის ვალდებული რომ გადაიხადოს დღგ საქართველოში?
პორტალი განკუთვნილია მხოლოდ უცხოელ გადასახადის გადამხდელ პირებზე/კომპანიებზე, რომლებიც არ არიან დაფუძნებულნი, არ აქვთ ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი, არც ფიქსირებული დაწესებულება საქართველოში და უზრუნველყოფენ ციფრულ მომსახურებას, რომელიც გამოიყენება საქართველოს ტერიტორიაზე დღგ-ს გადამხდელ არმქონე ფიზიკური პირების მიერ.
რა მომსახურებებზე ვრცელდება ეს ვალდებულება?
ელექტრონული მომსახურება, რომელიც მიეწოდება ინტერნეტით ან ელექტრონული ქსელის საშუალებით და რომლის ბუნება მათ მიწოდებას არსებითად ავტომატიზირებულს ხდის და ადამიანის მინიმალურ ჩარევას მოითხოვს. კერძოდ, ვიდეოები, მუსიკა, თამაშები ან სხვა ანალოგები, ჩამოტვირთვის, სტრიმინგის ან სხვა ტექნოლოგიების საშუალებით. მათ შორის ამ მიზნებისთვის შექმნილი ტექსტები, ჟურნალები, გაზეთები და წიგნები.
პირები, რომლებიც აწვდიან ტელეკომუნიკაციის მომსახურებას, რომელიც დაკავშირებულია სიგნალების, სიტყვების, სურათებისა და ბგერების ან ნებისმიერი ხასიათის ინფორმაციის გადაცემასთან, გამოსხივებასთან ან მიღებასთან; სადენიანი, რადიო, ოპტიკური ან სხვა ელექტრომაგნიტური სისტემებით, მათ შორის ასეთი გადაცემის, გამოსხივების ან მიღებისთვის სიმძლავრის გამოყენების უფლების გადაცემასთან ან დანიშვნასთან, გლობალურ საინფორმაციო ქსელებზე წვდომის უზრუნველყოფის ჩათვლით.
მაუწყებლობის მომსახურების მიმწოდებლები, რომლებიც მოიცავს აუდიო და აუდიოვიზუალური კონტენტისგან შემდგარ მომსახურებას, როგორიცაა რადიო ან სატელევიზიო პროგრამები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის მიეწოდება საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით მედია მომსახურების მიმწოდებლის მიერ და მისი რედაქციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთდროული მოსმენის ან ყურების მიზნით, პროგრამის გრაფიკის საფუძველზე.
რა მიზნით გამოიყენება?
პორტალის მიზანია:
დღგ-ზე (VAT) გამარტივებული რეგისტრაცია არარეზიდენტებისთვის
დღგ-ის დეკლარირება და გადახდა საქართველოში გაწეულ ციფრულ მომსახურებებზე
ფიზიკურ პირებზე მიწოდებული მომსახურებების დაბეგვრის უზრუნველყოფა
მნიშვნელოვანია: საქონლის რეალიზაციას ეს პორტალი არ ეხება, მხოლოდ ციფრულ მომსახურებებს.
როდის არის სავალდებულო რეგისტრაცია?
ბრუნვის მინიმუმი არ არსებობს – რეგისტრაცია სავალდებულოა პირველივე ოპერაციიდან.