სათაო ოფისი +995 032 2 50 20 21

ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"

09:00 - 18:00 ორშაბათი - პარასკევი

images

HR აუდიტი – თქვენი კომპანიის წარმატების საკვანძო ინსტრუმენტი



გთავაზობთ სტატიას პროექტის შესახებ:



თანამედროვე ბიზნეს გარემოში ადამიანური რესურსების მართვა კომპანიის წარმატებისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს. ეფექტური HR სტრატეგიები და პოლიტიკა არა მხოლოდ ზრდის ორგანიზაციულ ეფექტიანობას, არამედ აჯანსაღებს ორგანიზაციაში კორპორატიულ კულტურას. ამავდროულად, დღევანდელ რეალობაში, როდესაც შრომის ინსპექცია სისტემატურად ახორციელებს კომპანიების შემოწმებას, HR აუდიტი წარმოადგენს პრევენციულ მექანიზმს, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, დროულად შეაფასონ და დაარეგულირონ შრომითი ურთიერთობების შესაბამისობა სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად, ამით კი მინიმუმამდე დაიყვანონ შესაძლო რისკები ინსპექტირების პროცესში. 

სწორედ ამიტომ,HR აუდიტი ხდება აუცილებელი ინსტრუმენტი კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ ბიზნეს პროცესების გაძლიერება და არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება.


რა არის HR აუდიტი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?


HR აუდიტი წარმოადგენს კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სისტემის სრულყოფილ ანალიზს. ის მოიცავს HR პოლიტიკების, პროცესებისა და პროცედურების დეტალურ შეფასებას, მათი შესაბამისობის დადგენას შრომით კანონმდებლობასთან, კორპორატიულ სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან. HR აუდიტის მიზანია ორგანიზაციის შიდა პროცესების გაძლიერება, შრომითი ურთიერთობების ოპტიმიზაცია და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების მხარდაჭერა.


კომპანიებისთვის HR აუდიტის მნიშვნელობა რამდენიმე მთავარ ასპექტს მოიცავს:

  1. სამართლებრივი შესაბამისობა – აუდიტის პროცესში ხდება შრომითი კანონმდებლობასთან შესაბამისობის გადამოწმება და დარღვევების გამოვლენა, რაც კომპანიას ეხმარება პოტენციური სამართლებრივი პრობლემების თავიდან აცილებაში და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. 

  2. შრომითი პროცესების ადმინისტრირება – თანამშრომელთა გამოცხადების ტაბელის, payroll-ის დაანგარიშების სისწორის შემოწმება, საბონუსე სქემების ეფექტურობის შეფასება, გამომუშავებული ხელფასის დაანგარიშების სრული ციკლის აუდიტი და სხვა. 

  3. ეფექტიანობის გაზრდა – HR პროცესების ანალიზით შესაძლებელია ისეთი ხარვეზების აღმოჩენა, რომლებიც აფერხებენ ორგანიზაციულ ეფექტიანობას და ზრდას.

  4. სამუშაო გარემოს გაუმჯობესება – ორგანიზაციული კულტურის და თანამშრომელთა ჩართულობის გაუმჯობესება HR აუდიტის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი შედეგია.

  5. რესურსების ოპტიმიზაცია – აუდიტი ეხმარება კომპანიებს ადამიანური და ფინანსური რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენებაში.

  6. სტრატეგიული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა – HR აუდიტის შედეგად მიღებული მონაცემები დაეხმარება მენეჯმენტს უფრო ინფორმირებული და მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მიღებაში.

AACC-ის HR აუდიტის სერვისი


Advanced Audit and Consulting Company (AACC) უკვე მრავალი წელია წარმატებით ახორციელებს ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების, იურიდიული, ფინანსური, ბუღალტრული და IT მიმართულების პროექტების სერვისებისა და თანამშრომელთა აუთსორსს სხვადასხვა კომპანიებში. 

  

უშუალოდ HR აუდიტის პროექტს კომპანია ახორციელებს სხვადასხვა ინდუსტრიებში: სამშენებლო, დისტრიბუცია, საცალო ვაჭრობა, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, გემბლინგი და  სათამაშო ბიზნესი, აკადემიური ორგანიზაციები და სხვა. ჩვენი სიღრმისეული ანალიზი და ექსპერტული რეკომენდაციები ეხმარება კომპანიებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულების გაუმჯობესებაში, რისკების მინიმიზაციასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში.  

როგორ ტარდება HR აუდიტი?

AACC-ის HR აუდიტის პროექტი მოიცავს რამდენიმე ძირითად ეტაპს:

  1. შესწავლა და მონაცემთა შეგროვება – პირველ ეტაპზე ხდება კომპანიის არსებული პოლიტიკების, პროცედურების, შრომით-სამართლებრივი კონტრაქტებისა და დოკუმენტაციის შესწავლა.

  2. ანალიზი და შეფასება – შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, ჩვენი ექსპერტები აფასებენ HR პროცესების შესაბამისობას კანონმდებლობასთან და ორგანიზაციულ მიზნებთან, კომპანიის არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით. 

  3. დოკუმენტაციის ოპტიმიზაცია – HR აუდიტის ფარგლებში ხდება არსებული დოკუმენტაციის გაუმჯობესება და საჭიროების შემთხვევაში ახალი რეგულაციების დანერგვა. იმ შემთხვევაში თუ კომპანიაში არ გვხდება უკვე არსებული დოკუმენტები, სერვისი მოიაზრებს აღნიშნული დოკუმენტების, პოლიტიკებისა თუ სტანდარტების სრულფასოვნად შექმნას.

  4. მოკლევადიანი და გრძელვადიანი რეკომენდაციები – აუდიტის შედეგად გაიცემა აუდიტის დეტალური დასკვნა, სადაც აღწერილია ყველა აღმოჩენილი დარღვევა და მოცემულია მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი რეკომენდაციები. 

  5. განხორციელება და მონიტორინგი – AACC არამხოლოდ სთავაზობს რეკომენდაციებს, არამედ ეხმარება მათ განხორციელებასა და შემდგომი მონიტორინგის პროცესში, ერთჯერადი და მრავალჯერადი კონსულტაციებისა და ჩართულობის მეშვეობით.

ჩვენი წამყვანი სპეციალისტები: 


HR აუდიტის პროექტების მთავარი შემსრულებლები არიან:


მირანდა გაბუნია – 10+ წლიანი გამოცდილების მქონე HR პროფესიონალი ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სფეროში. მისი ძლიერი მხარეა HR სტრატეგიული მენეჯმენტი, პროცესების ოპტიმიზაცია და გუნდური ეფექტიანობის გაუმჯობესება. მირანდა არის კვალიფიციური სპეციალისტი, რომელსაც აქვს გამოცდილება სხვადასხვა კულტურული გარემოსა და ინდუსტრიის კომპანიებთან თანამშრომლობაში, მათ შორის: საერთაშორისო ორგანიზაციები, საკონსულტაციო და აკადემიური ორგანიზაციები, სამშენებლო, სადისტრიბუციო და საცალო ვაჭრობის, სასტუმრო, სარესტორნო და აზარტული ინდუსტრიები.


მედეა სვანიშვილი –15+ წლიანი გამოცდილების მქონე კვალიფიციური იურისტი, რომელიც სპეციალიზებულია მათ შორის შრომით სამართალსა და კორპორაციულ რეგულაციებში. HR აუდიტის პროექტში მისი კომპეტენცია მოიცავს შრომითი დოკუმენტაციის ანალიზსა და სამართლებრივ შესაბამისობის შემოწმებას. მედეა აქტიურად მუშაობს, რათა კომპანიებმა თავიდან აიცილონ სამართლებრივი რისკები და დაიცვან არსებული რეგულაციები.


რატომ უნდა მიანდოთ AACC-ის  HR აუდიტის პროექტი?

  1. კვალიფიკაცია და გამოცდილება – ჩვენი გუნდი მუშაობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც გვაძლევს საშუალებას, დამკვეთს მივაწოდოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები დაფუძნებული სხვადასხვა ინდუსტრიებში ოპერირების გამოცდილებაზე. 

  2. მრავალგანზომილებიანი მიდგომა – ჩვენ ვატარებთ კომპლექსურ ანალიზს, რომელიც მოიცავს როგორც HR პროცესების შეფასებას, ისე სამართლებრივი შესაბამისობის გადამოწმებას. 

  3. პრაქტიკული რეკომენდაციები – დამკვეთს ვთავაზობთ რეალურ და ეფექტურ გამოსავალს, რომელიც დაეხმარება კომპანიას როგორც შიდა პროცესების გაუმჯობესებაში, ასევე რისკების მართვაში.

  4. ინდივიდუალური მიდგომა – თითოეულ პროექტს ვუდგებით პერსონალურად, ვიკვლევთ კომპანიის უნიკალურ საჭიროებებს და ვქმნით სპეციფიკურ სტრატეგიებს, რომლებიც მაქსიმალურად შეესაბამება მათ მოთხოვნებს.

HR აუდიტი არის ის პროცესი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიების მდგრადი განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას. AACC-ის გუნდი მზად არის, უზრუნველყოს თქვენი კომპანიის HR სისტემის სრულყოფილი ანალიზი და დაგეხმაროთ საუკეთესო შედეგების მიღწევაში.