
დღგ-ს დაბრუნება ბიუჯეტიდან - AACC
დღგ-ს დაბრუნება ბიუჯეტიდან
დღეს შევეხებით ერთ-ერთ აქტუალურ თემას - დღგ-ს დაბრუნებას ბიუჯეტიდან.
·
კომპანია საქართველოში საქონელს ყიდულობს და შემდგომ უშვებს ექსპორტზე. ანუ ამ შესყიდვაზე მას უკვე გადახდილი აქვს დღგ და შემდეგ ამ პროდუქციას ექსპორტზე ყიდის დღგ 0% -იანი განაკვეთით. ასეთ
შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს შესყიდვის დროს გადახდილი დღგ-ს თანხის
დაბრუნება მოითხოვოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ექსპორტიორი კომპანია შეიძლება იყოს, როგორც საქართველოს რეზიდენტი კომპანია, ასევე
არარეზიდენტი კომპანია, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული დღგ-გადამხდელად.
თუ არარეზიდენტს აქვს საქართველოში ფილიალი, მუდმივი დაწესებულება ან მას დაეკისრა დღგ-ს გადახდის ვალდებულება და რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად, მასაც შეუძლია იქცეს ექსპორტიორად.
ასეთ შემთხვევაში ისიც სარგებლობს 0%-იანი განაკვეთით და შეუძლია მოითხოვოს ბიუჯეტიდან შესყიდვებზე გადახდილი დღგ.
·
ასევე
საქართველოში გადახდილი დღგ შეიძლება დაიბრუნოს არარეზიდენტმა
კომპანიამ, რომელიც არ არის დარეგისტრირებული საქართველოში დღგ-ს გადამხდელად და
არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
საქართველოს
საგადასახადო კოდექსის მუხლი 1811. დღგ-ის თანხის დაბრუნება ევროკავშირის წევრი
სახელმწიფოს დასაბეგრი პირისთვის მიხედვით:
1. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დასაბეგრ პირს
უფლება აქვს დაიბრუნოს საქართველოში საქონლის (გარდა უძრავი ნივთისა)/მომსახურების
შეძენისას ან საქონლის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის თანხა, თუ აღნიშნული პირი
აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:
ა) პირს საქართველოში არ აქვს ფიქსირებული
დაწესებულება ან მისი საქმიანობის ან/და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში
არ არის;
ბ) პირის მიერ საქართველოში შეძენილი
საქონელი/მომსახურება ან იმპორტირებული საქონელი დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში
გამოიყენება;
გ) მსგავსი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში
საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, ამ კოდექსის შესაბამისად,
უფლებამოსილი იქნებოდა, ჩაეთვალა გადახდილი დღგ.
2. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დასაბეგრი პირი
ვალდებულია დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, დანიშნოს უფლებამოსილი
წარმომადგენელი, რომელსაც ამ მუხლით გათვალისწინებული დღგ-ის თანხის დაბრუნების
ფარგლებში ეკისრება გადასახადის გადამხდელისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული
ვალდებულებები.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით
გათვალისწინებული დღგ-ის თანხის დაბრუნების წესსა და პირობებს, აგრეთვე
კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს უფლებამოსილი წარმომადგენელი,
განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს
ფინანსთა მინისტრის ბრძანების 996 ის მიხედვით დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით აუცილებელია
დაინიშნოს უფლებამოსილი წარმომადგენელი:
1.
დღგ-ის
თანხის დაბრუნების მიზნით დასაბეგრი პირი ვალდებულია დანიშნოს უფლებამოსილი
წარმომადგენელი, რომელსაც ამ თავით გათვალისწინებული დღგ-ის თანხის დაბრუნების
ფარგლებში ეკისრება გადასახადის გადამხდელისათვის ამ თავითა და საქართველოს
საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებები.
2.
უფლებამოსილი
წარმომადგენელი წარმოადგენს დასაბეგრი პირის ინტერესებს და მოქმედებს მის მიერ
გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე, ასეთი
მინდობილობით, ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
უფლებამოსილების ფარგლებში.
3.
უფლებამოსილი
წარმომადგენელი უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი და რეგისტრირებული დღგ-ის
გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.
უფლებამოსილი
წარმომადგენელი, რომელიც ინიშნება დასაბეგრი პირის მიერ, დასაბეგრ პირთან ერთად
სოლიდარულად პასუხისმგებელია არასწორი ინფორმაციის საფუძველზე დაბრუნებული დღგ-ის
თანხის ანაზღაურებაზე.
5.
დღგ-ის
თანხის დაბრუნების ნებისმიერი შემდგომი განცხადების დაკმაყოფილება არ ხდება, თუ
დასაბეგრ პირს ან უფლებამოსილ წარმომადგენელს გააჩნიათ შეუსრულებელი აღიარებული
საგადასახადო დავალიანება.
დასაბეგრმა
პირმა, დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით,
შემოსავლების სამსახურში უნდა წარადგინოს განცხადება №III-28 დანართის
ფორმით. განცხადება შედგენილი უნდა იქნეს
ქართულ ენაზე და მოთხოვნილი თანხა მითითებული უნდა იყოს ლარში.
დღგ-ის
თანხის დაბრუნების მიზნით განცხადების წარდგენისას, განცხადებაში მითითებული
საანგარიშო პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 1 კალენდარულ წელს და არ შეიძლება იყოს
კალენდარული წლის სამ თვეზე ნაკლები. ამასთან, თანხის დაბრუნების მოთხოვნა
შეიძლება წარდგენილ იქნეს სამ თვეზე ნაკლებ საანგარიშო პერიოდზეც, თუ ის მოიცავს
კალენდარული წლის დასრულებამდე დარჩენილ, სამ თვეზე ნაკლებ საანგარიშო პერიოდს
(მაგალითად 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით).
განცხადება
საგადასახადო ორგანოს შეიძლება წარედგენოს სამთვიანი საანგარიშო პერიოდის ან
კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო თვეში, მაგრამ არაუგვიანეს ექვსი თვისა იმ
კალენდარული წლის დასრულებიდან, რომელშიც განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია საქართველოს
საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით
ასევე გასათვალისწინებელია
რა შემთხვევაში ბრუნდება ბიუჯეტიდან გადახდილი დღგ:
- ბიზნეს-მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები → დღგ ბრუნდება.
- საქართველოში მუდმივი მოხმარებისთვის შეძენილი საქონელი/სერვისი → დღგ არ ბრუნდება.